შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა გაიზარდა

შოვის სტიქიის ზონაში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ნაპოვნია ერთი ცხედარი. შესაბამისი განცხადება მედიასთან გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა. თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის 11 დაკარგულის ძებნა გრძელდება. დაღუპულად ამ დროისთვის ითვლება 22 ადამიანი.

შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.