შსს-ს განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90% გადამოწმებულია

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო ოპერაცია გრძელდება. შსს-ს ცნობით, სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.

უწყება აცხადებს, რომ ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია.

სამძებრო სამუშაოში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.


შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა 14 ავისტოს 25-მდე გაიზარდა. მაშველები კიდევ 8 ადამიანს ეძებენ.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.