უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა CNN-ს მიაწოდეს ექსკლუზიური კადრები, რომლებშიც ნაჩვენებია 17 ივლისს ყირიმის ხიდის საყრდენზე მომხდარი თავდასხმა. კიევმა პირველად, ოფიციალურად აღიარა თავისი უშიშროების ძალების მონაწილეობა ამ თავდასხმაშიც.
Exclusive: Video footage shows the moment Ukraine used an experimental drone to attack a Russian bridge, as its security services warn more assaults will follow.https://t.co/OAPg67JR6b pic.twitter.com/yHmHZTn7I6
— CNN (@CNN) August 16, 2023
უკრაინის უშიშროების სამსახურის წყაროებმა CNN-ს მიაწოდეს ასევე ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომლებზეც დრონების აფეთქების მომენტი ჩანს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა CNN-ს განუცხადა, რომ თავდასხმისას საზღვაო დრონი Sea Baby გამოიყენეს.
მალიუკის თქმით, ამ დრონების საშუალებით განხორციელდა თავდასხმა ყირიმის ხიდზე, ასევე, იერიში რუსეთის სადესანტო ხომალდ Оленегорский горняк-და და ტანკერ Сиг-ზე.
უკრაინამ ოფიციალურად ივლისში დაადასტურა მონაწილეობა 2022 წელს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში.
მანამდე კიევის მონაწილეობა ამ აფეთქებაში ირიბად აღიარა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.