შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტს შეუერთდა

შვეიცარია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტს შეუერთდა.

შვეიცარიის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის მიერ 23 ივნისს მიღებული ზომები მათ ქვეყანაშიც ამოქმედდეს. 28 ივნისს სანქციების სიას უკვე დაემატა ასზე მეტი ფიზიკური და სუბიექტი.

შვეიცარია ევროპული ბლოკის წევრი არ არის, თუმცა ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და იცავს ყველა სანქციას, რაც ბლოკმა ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ დააწესა.


შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლის მცდელობების ეფექტიანი შეჩერება მოითხოვს მჭიდრო საერთაშორისო კოორდინაციას.
 
„შვეიცარია ყურადღებით ადევნებს თვალს ამ თემაზე საერთაშორისო დისკუსიებს და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან,“ - ნათქვამის შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში.