აშშ-ის და ბულგარეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

NATO-ს სარდლობის ცნობით, ბულგარეთის შეიარაღებული ძალები და შეერთებული შტატების საჰაერო ძალები ურთიერთობებს აძლიერებენ. კერძოდ, ამ ქვეყნების ძალები თავსებადობას წვრთნების საშუალებით გააძლიერებენ.

„NATO-ს ძალები რეგულარულად ვარჯიშობენ ერთად, აძლიერებენ ეფექტიანობას და კოლექტიურ მზადყოფნას, რაც უზრუნველყოფს მოკავშირეების მზადყოფნას ალიანსის ტერიტორიის დასაცავად,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე, ბულგარეთისა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ საჰაერო წვრთნებს  - Thracian Summer 2023 მართავენ.

სწავლებისთვის გამოყოფილი ლოკაციებია ბულგარეთის საავიაციო ბაზები და მიმდებარე ტერიტორიები.

ბულგარეთი NATO-ს წევრია 2004 წლიდან.