უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს, როდესაც უკრაინელი პილოტები წვრთნას დაასრულებენ.
„ვფიქრობ, უკრაინელი პილოტები წვრთნიდან დაბრუნდებიან და თვითმფრინავებიც მათთან ერთად იქნება. ეს იქნება სინქრონიზებული პროცესი. მერწმუნეთ, ამ კვირაში პრეზიდენტი ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს და ამ პროცესის დაჩქარებაზე საუბრობს. დიპლომატიურად ვიტყვი: ვფიქრობ, მალე კარგი ამბები იქნება," - განაცხადა კულებამ.
უფრო ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა, რომ შემოდგომასა და და ზამთარში, უკრაინა ცის დაცვას ამერიკული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით ვერ შეძლებს.
აშშ უკრაინას F-16 ტიპის თვითმფინავებს სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გადასცემს.