უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ჩავიდა. ზელენსკი შვედეთის პრემიერ-მინსტრ, ულფ კრისტერსონს და შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავსა და დედოფალ სილვიას შეხვდება.
„ჩვენი უპირველესი ამოცანაა უკრაინელი მეომრების გაძლიერება ადგილზე და ცაში, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება, კერძოდ, თავდაცვის ინდუსტრიაში, უკრაინის ევროინტეგრაცია და საერთო უსაფრთხოება ევროატლანტიკურ სივრცეში,“- წერს ზელენსკი Telegram-ზე.
ზელენსკიმ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერის გამო, შვედეთს მადლობა გადაუხადა.