საბერძნეთი მზადაა, უკრაინის რეკონსტრუქციაში, კონკრეტლად კი,ოდესაში რუსეთის მიერ დაზიანებული და განადგურებული ისტორიული შენობების აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ათენში, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საბერძნეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არავის ავიწყდება რუსეთის მიერ მარიუპოლში ჩადენილი დანაშაული, ქალაქში, რომლის მრავალი მცხოვრები ბერძნული წარმოშობისაა.
მან ასევე ხაზი გაუსვა კიევისა და სხვა რეგიონების მიმართ განხორციელებულ აგრესიას.
„ჩვენ ვგმობთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ ამ სამხედრო დანაშაულებს,“ - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ვიზიტით 21 აგვისტოს ჩავიდა. მანამდე კი, დანიას, ნიდერლანდებსა და შვედეთს ეწვია.