ფიუზელაჟი იმ თვითმფრინავის, რომელსაც სავარაუდოდ, ევგენი პრიგოჟინი გადაჰყავდა, ძირითადად დაზიანების გარეშე იყო, როდესაც თვითმფრინავი ოთხშაბათს მიწას დაეჯახა - წერს CNN ახალი სურათების მიხედვით, რომელიც ამერიკულმა ტელეარხმა მოიპოვა. სურათმა აჩვენა, რომ ავარიის ადგილი მოგრძო ოვალური ფორმისაა, რომელიც ძირითადად ფიუზელაჟს მოიცავს და კონკრეტული ზონით შემოიფარგლება.
ამ დასკვნას ამყარებს CNN-ის მიერ მოპოვებული გეოლოკაციური ვიდეო, რომელიც ასევე გვიჩვენებს თვითმფრინავის ფიუზელაჟს და ძრავებს, ფრთა კი, ამერიკული ტელეარხის ცნობით, „აშკარად ჰაერიდან ცვივა.“
- რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები
„თვითმფრინავის მცირე ნაწილები სხვაგან, თითქმის ორი კილომეტრის მოშორებით დაეცა – მთავარი ნამსხვრევების ადგილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით,“ - წერს CNN გეოლოკაციურ სურათზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.
პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.