პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც გენერალური პროკურორის მიმართვა განიხილება.
პროკურატურა პარლამენტისგან ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე, თანხმობას იტხოვს.
სხდომაზე დასწრებას გეგმავდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები, თუმცა, მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცა. მიზეზის შესახებ საკომიტეტო მოსმენაზე შეკითხვა დასვა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ადვოკატებს კომიტეტისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ და ამასთან, პარლამენტი არ არის სასამართლო, რომ დაცვის და ბრალდების მხარეებს მოუსმინოს და ამით სასამართლოს კომპეტენციაში შეიჭრას. მან ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის მელიას მიმართა, თუ შეკითხვები აქვთ, საბოტაჟი შეწყვიტონ და პარლამენტში სხდომებს დაესწრონ.
პროკურატურის არგუმენტები დეპუტატებს წარუდგინა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა.
ნიკა მელია, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს
ნიკა მელია: არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ
პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობაზე თანხმობას სთხოვს
უმრავლესობა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს