მედია: საბერძნეთი რუსეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შესახებ კონტრაქტებს აღარ გაახანგრძლივებს

ბერძნული საინფორმაციო რესურსის, Pronews.gr-ს ცნობით, სამხედრო არსენალში რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების შენარჩუნების შესახებ ახალ კონტრაქტებზე ათენი უარს განაცხადებს. გამოცემის ცნობით, საბერძნეთმა შესაძლოა, სისტემები უკრაინაში მესამე ქვეყნის მეშვეობით გაგზავნოს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ბერძენი სამხედროების მიერ სათადარიგო კომპონენტების მარაგი უკვე დაბალ ნიშნულზეა, რადგან მთავრობა არც კი ასრულებდა მოქმედ კონტრაქტს რუსეთისგან სათადარიგო ნაწილებისა და კომპონენტების შესყიდვის შესახებ,“ ნათქვამია ინფორმაციაში.

ამოცემა წერს, რომ ბატარეები „ალბათ“ გაიგზავნება უკრაინაში მესამე ქვეყნების მეშვეობით, თუმცა არ აკონკრეტებს ვადებს ან სავარაუდო შუამავლებს.


შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ვიზიტით 21 აგვისტოს ჩავიდა.

„საბერძნეთი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი მფრინავების მომზადებაში F-16-ებზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.