ჩინეთისა და პაკისტანის საჰაერო ძალები მალე ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ერთობლივ წვრთნებს (“Shaheen (Eagle)-X”) გამართავენ. ამის შესახებ ჩინეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ახალი ამბების ვებგვერდი ჩინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
მანევრები ქალაქ ჯიუკუანის (განსუს პროვინცია) და იინჩუანის ტერიტორიაზე ჩატარდება. წვრთნები აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
ივლისის ბოლოს ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანგფუმ პეკინში გამართა შეხვედრა პაკისტანის საჰაერო ძალების შტაბის უფროს, ზაჰირ აჰმად ბაბართან, რომლის დროსაც ჩინურმა მხარემ ისლამაბადს შესთავაზა, გაეძლიერებინა ორმხრივი კოორდინაცია არმიებს შორის თანამშრომლობაში.
ეს არის მეათე ერთობლივი წვრთნა ჩინეთისა და პაკისტანის საჰაერო ძალებს შორის, რაც ხელს შეუწყობ სამხედროებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და მათი ჯარების რეალური საბრძოლო მომზადების დონის გაუმჯობესებას.