ზელენსკი ამბობს, რომ არჩევნების ჩატარება ომის დროს შესაძლებელია, თუ უკრაინას დასავლეთი დაეხმარება

23 აგვისტოს ამერიკელი კანონმდებლები კიევში ჩავიდნენ, მათ შორის იყო სენატორი ლინდსი გრემი, რომელმაც  რუსეთთან ომში უკრაინის ბრძოლა შეაქო, მაგრამ ასევე აღნიშან, რომ ქვეყანამ უნდა აჩვენოს, რომ ის განსხვავებულია ომის დროს არჩევნების ჩატარებით.

ამასთან, დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელევიზიო ინტერვიუს დროს, 27 აგვისტოს განაცხადა, რომ მან განიხილა ეს საკითხი გრემთან, მათ შორის დაფინანსების თემა და კანონის შეცვლის აუცილებლობაც.


მისი თქმით, მშვიდობიან პერიოდში არჩევნების ჩატარება 5 მილიარდი გრივნა (135 მილიონი დოლარი) დაჯდა.მე არ ვიცი, რამდენია საჭირო ომის დროს. ასე რომ, მე ვუთხარი მას, თუ აშშ და ევროპა ფინანსურ დახმარებას გაუწევენ…” „მე არ ვიყენებ შეიარაღებისთვის განკუთვნილ ფულს არჩევნებისთვის.“


„მე ვუთხარი მას: მე და შენ უნდა გავგზავნოთ დამკვირვებლები ფრონტზე, რათა ლეგიტიმური არჩევნები გვქონდეს ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის,“ - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას ასევე დასჭირდება დახმარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისგან, რათა უზრუნველყოს მილიონობით ადამიანის ხმის მიცემა საზღვარგარეთ.


უკრაინაში საომარი მდგომარეობაა. ასეთ დროს კანონით აკრძალულია არჩევნების ჩატარება. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტშია დაგეგმილი.

საპარლამენტო არჩევნები კი, ოქტომბერში უნდა გამართულიყო.

უკრაინამ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია მერვედ, 17 აგვისტოს გაახანგრძლივა.