იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების ორი საბრძოლო თვითმფრინავი (F-35A) ავსტრალიის სამხედრო ბაზაზე განლაგდა. მიზანი დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობაა.
Kyodo-ს ცნობით, ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა.
ეს ორი ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს უსაფრთხოების კავშირები რეგიონში ჩინეთის მზარდი სამხედრო თავდაჯერებულობის ფონზე. აღნიშნავენ პირველ აქტივობას ახალი შეთანხმების ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ ორმხრივ წვდომასა და თანამშრომლობას თავდაცვის ძალებს შორის.
ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ორი F-35-ის ტიპის თვითმფრინავი ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, ტინდალში ჩაფრინდა პერსონალთან ერთად.