სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის პოლიტიკის ხელმძღვანელი შეარჩია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის პოლიტიკის ხელმძღვანელად ვეტერანი დიპლომატი და ამჟამად აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანეთის ოფისში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, მარკ ბაქსტერ ლამბერტი შეარჩია. Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, ლამბერტს ჩინეთისა და ტაივანის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილედ დანიშნავენ. ეს პოსტი რიკ უოტერსმა ივნისში დატოვა.


ლამბერტი მანამდე იაპონიის, კორეისა და მონღოლეთის საკითხებზე, ასევე ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან და წყნარი ოკეანის კუნძულებთან ურთიერთობების მიმართულებით სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეც იყო. ორი ვადის განმავლობაში ასევე მუშაობდა პეკინში, ამერიკის საელჩოში.


შეგახსნებთ, სახელმწიფო მდივან, ემტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.