ლიეტუვა ბალტიის ზღვაში წვრთნებს ჩაატარებს

ლიეტუვაში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე NATO-ს საარტილერიო წვრთნები ჩატარდება. იტყობინება ლიეტუვის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური.

„29-30 აგვისტოს კაირიუს საწვრთნელ მოედანზე (კლაიპედას რაიონი) ლიეტუვაში დისლოცირებული NATO-ს მოწინავე ძალების საბრძოლო ჯგუფის წვრთნები ჩატარდება, რომლის დროსაც, საბრძოლო ჯგუფის კუთვნილი საარტილერიო ქვედანაყოფი ბალტიის ზღვაში სროლას განახორციელებს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.


საარტილერიო წვრთნები ბალტიის ზღვაში მდებარე სამიზნეებზე სროლით, ლიეტუვაში ბუნდესვერის სამხედროების მიერ ჩატარდება.

„29 აგვისტოს და 30 აგვისტოს კაირიაის ზოლიდან 155 მილიმეტრიანი PzH 2000-ის ტიპის ჰაუბიცებიდან სროლა განხორციელდება ბალტიის ზღვის სანაპიროდან 15-25 კმ-ში მდებარე სამიზნეებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ბალტიის ზღვაში წვრთნების დროს ნავიგაცია შეიზღუდება და საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება.