ბრაიანსკის ოლქსში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის შენობა დრონმა დააზინაა.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქ ბრაიანსკის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს.
„დღეს ბრაიანსკის თავზე 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანის განადგურების შედეგად ბრიანსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო დეპარტამენტის შენობაში მინები ჩაიმსხვრა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის,“ - ამტკიცებენ ადმინისტრაციაში.
რუსეთი გასული ღამის განმავლობაში ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყებოდა.
- რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.
-
ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით