France24-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ჰაკერები Pfizer-ის ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიის მოპარვას ეცადნენ.
გამოცემა ინფორმაციას სამხრეთ კორეის დაზვრევის მიერ მომზადებული მოხსენების საფუძველზე ავრცელებს.
"Pfizer-ზე კიბერთავდასხმის მიზანი ვაქცინისა და მკურნალობის მეთოდის ტექნოლოგიის მოპარვა იყო",- აცხადებს კორეის ასამბლეის წევრი, ჰა ტაე-კუნგი ბრიფინგზე.
თავდასხმის სხვა დეტალი ჯერჯერობით უცნობია.
დიქტატორული რეჟიმის ლიდერი, კიმ ჩენ ინის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. საერთაშორისო ექსპერტები მის ამ განცხადებას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ.