შვეიცარია უკრაინის ზარალის რეესტრს შეუერთდა

შვეიცარია შეუერთდა უკრაინისთვის ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრს, რომელმაც რუსული აგრესიის შედეგების კომპენსირება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.

შვეიცარიის წევრობას ევროპის საბჭო ს მალე ოფიციალურად დაამტკიცებს.

„ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს შვეიცარიის მხარდაჭერას ომის მსხვერპლთა მიმართ და უკრაინის აღდგენის პოლიტიკურ პროცესს, რომელიც შვეიცარიამ უკრაინის მთავრობასთან ერთად, 2022 წელს წამოიწყო   ლუგანოში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, საგანგებო რეესტრი მაისში შეიქმნა.