ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე Twitter-ზე წერს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიესალმა ევროკავშირის გზაზე წინსვლისადმი სალომე ზურაბიშვილის ვალდებულებას: თქვენ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გაქვთ.
„ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპეტივა, ისტორიული შესაძლებლობაა. საჭიროა შემდგომი რეფორმები - მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია. და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება,“ - წერს მიშელი.
პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, გამართა.