ჩინეთი და ტაილანდი სამხედრო წვრთნებს მართავენ

სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მებრძოლები, ბომბდამშენები, ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავები და მიწა-ჰაერის კლასის სარაკეტო დანადგარები ტაილანდის ყურეში ყოველწლიურ წვრთნებში -  „Falcon Strike 2023“ - მონაწილეობენ.


„ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო-საჰაერო წვრთნები ჩინეთსა და ტაილანდს შორის კვირას დაიწყო. მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა შენარჩუნდეს," - იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua.

სამხედრო მანევრები 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩინური გემები ტაილანდში ხუთშაბათს ჩავიდნენ.