იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთის „ერთი სარტყელი და ერთი გზის“ ინიციატივამ მოსალოდნელი შედეგი არ მოიტანა

იტალიასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა არ გაუმჯობესებულა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ, რომი პეკინის ერთ სარტყელი და გზის ინიციატივას შეუერთდა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ჩინეთის „ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივამ“ არ მოიტანარ მოიტანა ის შედეგები, რასაც ველოდით,“ - განაცხადა ანტონიო ტაიანიმ ეკონომიკურ ფორუმზე, ჩინეთში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე.


მისივე თქმით, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, განაახლებს თუ არა ინიციატივაში მონაწილეობას.

თუმცა მედია დიდი ხანია, წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომმა განაახლოს ხელშეკრულება, როდესაც მისი ვადა 2024 წლის მარტში იწურება.

ტაიანი სამდღიანი ვიზიტით პეკინში დღეს მიემგზავრება.


იტალია ჩინეთის „ერთი - სარტყელი და გზის ინიციატივიდან (BRI), ჩინეთთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე უნდა გამოვიდეს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ივლისის ბოლოს განაცხადა.


ინიციატივა მასშტაბური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტის განხორციელებას გულისხმობს, რომლითაც ჩინეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ერთმანეთს დაუკავშირდებიან, თუმცა იდეის კრიტიკოსები მას ჩინეთის ხელისუფლების ინსტრუმენტად მიიჩნევენ, რომლითაც პეკინი საკუთარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გავრცელებას ეცდება.


ცნობისათვის, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ, 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას.


შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის ელჩის თქმით, ბევრი ქვეყანა გამოვიდა ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ის დიდად სარგებლის მომტანი არ იყო სხვა ქვეყნებისთვის. ამერიკის ელჩის განცხადებით, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, ის იმედს ვიტოვებ, რომ საქართველო კარგ შედეგებამდე მივა.