გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: სახელმწიფო მზადაა სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს.

უწყების ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.


„რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.