უზბეკეთის პრეზიდენტმა თავისი უფროსი ქალიშვილი თანაშემწედ დანიშნა

უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავქათ მირზიოევმა თავისი უფროსი ქალიშვილი, საიდა მირზიოევა თანაშემწედ დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

სააგენტო წერს, რომ მირზიოევის ამ ნაბიჯს ირონიული გამოხმაურება მოჰყვა ზოგიერთი უზბეკისგან, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ.


ივლისის ვადამდელ არჩევნებში უზბეკეთის მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა.

უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 30 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა.

9 ივლისს ჩატარებულ არჩევნებში აქტივობა 79,88% იყო.


უზბეკეთს ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები არ ჰყავს, მირზიოევი კი, თავს რეფორმატორად მიიჩნევს.