კონგრესი კაპიტოლიუმის შტურმის გამოსაძიებლად დამოუკიდებელ კომისიას შექმნის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოს თქმით, კონგრესი 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის გამოსაძიებლად დამოუკიდებელ კომისიას შექმნის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"სიმართლე უნდა გავიგოთ, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი", - აცხადებს პელოსი. "ჩვენი შემდგომი ნაბიჯი დამოუკიდებელი კომისიის შექმნა იქნება, რათა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის კომპლექსზე შიდა ტერორისტული თავდასხმის ფაქტები და მიზეზები გამოვიძიოთ".

კომისია 2001 წლის მაგალითზე მოდელირდება, რომელსაც ნიუ-იორკსა და პენტაგონზე თავდასხმის გამოძიება ევალებოდა.

კაპიტოლიუმზე შტურმში სენატმა დონალ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო. ტრამპი 43-მა სენატორმა გაამართლა, ხოლო დამნაშავედ კი 57-მა სენატორმა ცნო.

დემოკრატი კონგრესმენი დონალდ ტრამპს უჩივის.