ისტორიაში პირველად, ბიტკოინის ღირებულება 50,000 დოლარს ასცდა

ბიტკოინის ღირებულება პირველად ასცდა $50,000, 2021 წლის პირველი იანვრის შემდეგ კი, ღირებულება 73%-ით არის გაზრდილი.

კრიპტოვალუტის მიმართ ინვესტორთა ინტერესს ხელს უწყობს Tesla-ს მიერ ერთი კვირის წინ განხორციელებული ინვესტიცია, რაც $1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინში დაბანდებას წარმოადგენდა.

მას შემდეგ ბიტკოინის ღირებულება თითქმის 20%-ით გაიზარდა.