დენიელ ფრიდი საქართველოზე, რუსეთზე, დასავლეთსა და ჩინეთზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დენიელ ფრიდი Europetime-თან განიხილავს სხვა საკითხებთან ერთად საქართველო-ჩინეთის ტრატეგიული პარტნიორობის თემას, ასევე - „პუტინიზმის დამარცხებას“ - თემას, რომელსაც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ.


დენიელ ფრიდის განცხადებით, პუტინიზმის დამარცხება რა თქმა უნდა, შესაძლებელია, საბჭოთა კავშირი დიდი ხანია, აღარ არის.

  • მისი დამარცხება ნიშნავს უკრაინის დახმარებას, დემოკრატიის დახმარებას, კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და მე ვსაუბრობ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე. საქართველოსთვის პუტინიზმის დამარცხება ნიშნავს თავისუფალ, სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც არის ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ქვეყანას, რომელიც არის რუსეთის ზეწოლისგან თავისუფალი,“ - აღნიშნავს დენიელ ფრიდი.

რაც შეეხება ჩინეთს, დენიელ ფრიდის შეფასებით, ზოგიერთმა ქვეყანამ აღმოაჩინა, რომ პეკინის დახმარება ისე არ სრულდება, როგორც მაგალითად თავდაპირველად იყო გათვალისწინებული. დენიელ ფრიდი აფრიკის ქვეყნების მაგალითზე მიუთითებს.

  • „ჩემთვის გასაგებია, რომ საქართველოს სურს, ბევრ ქვეყანასთან დაამყაროს ურთიერთობები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ესაუბრება ისეთ ქვეყნებსაც, როგორიც არიან ლიეტუვა და ჩეხეთი,“ - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. 

დენიელ ფრიდი არის ამერიკელი დიპლომატი. მსახურობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში (2005 წლიდან 2009 წლამდე), იყო შეერთებული შტატების ელჩი პოლონეთში 1997 წლიდან 2000 წლამდე; ფრიდმა სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის თებერვალში, ორმოცწლიანი საქმიანობის შემდეგ დატოვა.