ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნები არიან და მათ აქვთ უფლება, თავად აირჩიონ სტრატეგიული პარტნიორები.
ელჩმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ის რეაქციას ეხებოდა.
ელჩის განცხადებით, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირთანაც აკავშირებს.
„ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ ჩინეთის და ევროკავშირს საკმაოდ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩემი აზრით, ჩინეთისა და ევროკავშირის გარეშე „დერეფანი“ წარმატებული ვერ იქნება. რატომ? - იმიტომ, რომ „შუა დერეფნისთვის“ ჩინეთისა და ევროკავშირის ლოგისტიკური კავშირი უმნიშვნელოვანესია - ჩინური პროდუქტები ამ გზით სამომხმარებლო ბაზრებზე ხვდება.
შესაბამისად, ევროკავშირისა და ჩინეთის გარეშე „შუა დერეფანს“ წარმატება ვერ ექნება. ჩემი ინფორმაციით, ევროკავშირი „შუა დერეფნის“ მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი. ამრიგად, ეს ჩინეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს,“ - განაცხადა ჭოუ ციენმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.