უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის, „პრივატბანკიდან“ თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის „პრივატბანკიდან“ $250 მილიონის გაფლანგვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს. გამოძიების თანახმად, ოლიგარქმა 2015 წლის იანვრიდან მარტამდე სქემა ჩამოაყალიბა, რათა „პრივატბანკიდან“ თანხები მის ოფშორულ კომპანიაში გადაერიცხა. ოლიგარქი იმ ექვს ეჭვმიტანილს შორისაა, რომლებიც სავარაუდოდ, სქემაში მონაწილეობდნენ.

სიაში არიან PrivatBank-ის გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.


3 სექტემბერს კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

სასამართლომ ბიზნესმენს მისცა შესაძლებლობა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ 509 მილიონზე მეტი გრივნა გირაოს სახით გადაიხადოს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ კოლომოისკი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და გირაოს გადახდას არ აპირებს.


ბრალდებულის მოთხოვნით სხდომა დახურული იყო.

კოლომოისკის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ბრალი ოფიციალურად პირველ სექტემბერს წარუდგინეს.

უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, იგორ კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო.

2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი აშშ-ის სანქციების ქვეშაა.