ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ვიზიტის პირველ დღეს, 7 სექტემბერს, პირველი განცხადებისას ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზეც.
ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსადმი ევროკავშირის ერთგულება ასევე გამოიხატება ფინანსურ დახმარებაში.
„ორმხრივი დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი ვართ, თითქმის 340 მილიონი ევროთი 2021-2024 წლების პერიოდში. ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით ინვესტიციების სახით ჩადებულია დაახლოებით, 1.3 მილიარდი ევრო,” - განაცხადა ბორელმა.
ბორელმა უკვე დღეეს, 8 სექტემბერს განაცხადა, რომ დღევანდელი დღე დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ჯოზეფ ბორელი თბილისში შეხვედრებს მართავს. ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ახლა ის პრემიერთან მართავს მოლაპარაკებას. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.