ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები (იგორ პოპოვმა რუსეთის ფედერაციიდან, სტეფანი ვისკონტიმ საფრანგეთიდან და ენდრიუ შოფერმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან) ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. გავრცელებულ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ მხარეებმა უნდა შეასრულონ 10 ოქტომბრის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.
"თანათავმჯდომარეები უკიდურესი მღელვარებით აღნიშნავენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ძალადობა გრძელდება. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ პაშინიანს, დაუყონებვლივ გადადგან ნაბიჯები, რათა 10 ოქტომბრის მოსკოვის განცხადების შესაბამისად მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რეგიონისათვის კატასტროფული შედეგები.
თანათავმჯდომარეები კვლავ აცხადებენ, რომ ყოვლად მიუღებელია ადამიანური მსხვერპლი. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ მხარეებს ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, რათა შესაძლებელი გახდეს გარდაცვლილების, ომის ტყვეებისა და დაკავებულების დაბრუნება და სთხოვენ მხარეებს, სასწრაფოდ შეთანმხდნენ ცეცხლის შეწყვეტის შემოწმების მექანიზმზე.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზორაბ მნაცაკანიანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან საუბრის შემდეგ თანათავმჯდომარეები მუშაობენ მხარეებთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარების პროცესის არსებით საკითხებზე, რათა მოლაპარაკების გზით მიაღწიონ პრობლემის გადაწყვეტას", - ვკითხულობთ განცხადებაში.