შოვის სტიქიიდან 39-ე დღეს მაშველებმა რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაო უწყვეტ რეჟიმში გრძელდება,“ - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სულ ნაპოვნია 32 ცხედარი. კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ.
შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა.