სუნაკი შეშფოთებულია ბრიტანეთის დემოკრატიულ პროცესებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის გამო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ბრიტანეთის დემოკრატიულ პროცესებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის გამო. სუნაკის თქმით, მან ეს შეშფოთება ინდოეთში მიმდინარე G20-ის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ჩინელ კოლეგასთან დააფიქსირა.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მკვლევარი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.


სუნაკმა განაცხადა, გამოძიების შესახებ ვერ ისაუბრებს, თუმცა ჩინეთის პრემიერ, ლი ციანთან გამოთქვა „ძალიან ძლიერი შეშფოთება დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დემოკრატიაში ნებისმიერი ჩარევის შესახებ, რაც აშკარად მიუღებელია."


შეხვედრის შესახებ ჩინური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ იყო ნახსენები ჯაშუშობის ბრალდება, მაგრამ პეკინი ბრიტანეთის თანამშრომლობის გაფართოებას ჩინეთთან, ხოლო პრემიერმა ლი ციანმა ხაზი გაუსვა, რომ „ორივე მხარემ სათანადოდ უნდა მოაგვაროს მათი უთანხმოება."