ისრაელმა აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან „მარცვლეულის შეთანხმებას“ მოაწერა ხელი. აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, გარიგება გრძელვადიანია, რითაც ისრაელს თავისი წყაროების დივერსიფიკაცია სურს.
უკრაინის ომმა და კიდევ უფრო ადრე, COVID-19-ის ეკონომიკურმა შედეგებმა, ისრაელს საქონლის იმპორტი გაურთულა, რამაც საქონლის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ხორბლის სანაცვლოდ, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ისრაელისგან მოწინავე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს მიიღებენ.
„სასურსათო უსაფრთხოების ფარგლებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებისკენ, რომელთა უმეტესობა არ იწარმოება ისრაელში,“ - განაცხადა ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავი დიხტერმა.
მინისტრის განმარტებით, „გლობალური გაურკვევლობის პერიოდში ბევრი ქვეყანა ისრაელთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული.“
„ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტი პარტნიორობის შექმნას ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის, რითაც უზრუნველვყოფთ ისრაელის მოქალაქეების სურსათის უსაფრთხოებას. ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტი პარტნიორობის დამყარებას ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის, რითაც უზრუნველვყოფთ ისრაელის მოქალაქეებისთვის სასურსათპ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა დიხტერმა.
გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით ორ მილიარდ ადამიანს ემუქრება შიმშილის საფრთხე. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, გამოწვეული იქნება კლიმატის ცვლილებებით და ხორბლის წარმოების შემცირებით, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის ომი გრძელდება.