მედიის ცნობით, თურქეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჰიბრიდული ენერგოსისტემა ორბიტაზე განათავსა.
„ფერგანი უზაის“ მიერ შემუშავებულმა სრულად თურქული წარმოების ორბიტულმა ბუქსირმა FGN-TUG-S01-მა 6 დეკემბერს, 08:46 საათზე (GMT+4) წარმატებით დაასრულა კრიტიკული მანევრი, რითაც 35 წამიან ოპერაციაში გაააქტიურა თავისი მთავარი ჰიბრიდული ძრავის სისტემა, იტყობინება თურქული კომპანია Baykar-ი.
„ეს ოპერაცია ინოვაციაა არამხოლოდ თურქეთის კოსმოსური ინდუსტრიისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის,“ - განაცხადა კომპანიამ.