პაპუაშვილი აშშ-ის მიერ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია.

„შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვეს, რაშია საქმე. ზოგადად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული,“ - განაცხადა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში.


ასევე წაიკითხეთ: