კიევის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთვის დაწესებული გირაოს თანხა 105 მილიონ დოლარამდე გაზარდა მას შემდეგ, რაც მას ახალი ბრალი წაუყენეს.
კოლომოისკის ადვოკატი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მოთხოვნილი გირაო არის „არაგონივრული“, რადგან პროკურორმა არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ოლიგარქს შეეძლო ასეთი თანხის გადახდა. ამასთან, ადვოკატმა შესაძლო რისკებს უსაფუძვლო უწოდა, რადგან კოლომოისკი უკვე პატიმრობაშია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) მონაცემებით, კოლომოისკიმ 2013-2014 წლებში პრივატბანკიდან დაახლოებით 157 მილიონი დოლარი გაფლანგა, რომლის თანამფლობელიც იმ დროს იყო. კოლომოისკის ახალი ბრალდება 15 სექტემბერს წარუდგინეს.
კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 2 სექტემბერს შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა.