აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაზე 2025 წლისთვის 10 მილიონ ტონამდე, როგორც ეს ასახულია აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ საგზაო რუკებში. ამის შესახებ აზერბაიჯანულიბ მედია წერს, რომელი დუშანბეში ცენტრალური აზიის სახელმწიფოს მეთაურთა მე-5 საკონსულტაციო შეხვედრაზე ალიევის გამოსვლაზე წერს.
შეხვედრის მონაწილეებმა შუა დერეფნის პოტენციალის შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
2023 წელს დაახლოებით ორი მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება იგეგმება შუა დერეფნის გასწვრივ.
ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის შემდგომი განვითარებისთვის აზერბაიჯანი მუშაობს, მაგალითად, გემთმშენებლობის ქარხნის შესაძლებლობების გაფართოებაზე.
„ჩვენს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის აზერბაიჯანი საიმედო სატრანზიტო ქვეყანა თურქეთისა და ევროპის ბაზრებისკენ მიმავალ მარშრუტზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრანზიტი საპირისპირო მიმართულებით. ჩვენმა ძმებმა ცენტრალურ აზიაში იციან, რომ აზერბაიჯანის მთელი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა მათთვის ხელმისაწვდომია,“ - აღნიშნა შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ცნობისთვის, (TITR) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.