ყვარლის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაისეტყვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები, შილდა, გრემი და ალმატი.

ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტს.