ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალები (RAAF), F-35-ის ტიპის 6 საბრძოლო თვითმფრინავს პირველად განათავსებს. 18-დან 28 სექტემბრამდე, წვრთნები - Elang AUSINDO 23 მანადოში, ჩრდილოეთ სულავესში ჩატარდება. ინფორმაციას ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წვრთნები მოიცავს RAAF-ის 150 პერსონალის წვრთნას 160 ინდონეზიელ პერსონალთან ერთად. ინდონეზიის საჰაერო ძალები საჰაერო საბრძოლო მისიისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს განათავსებს.
„Elang AUSINDO არის რეგულარული კომბინირებული აქტივობა, რათა გაიზარდოს ჩვენი ერთობლივად მოქმედების უნარი,“ - განაცხადა ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.