ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთში ჩასვლამდე, მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან გამართა

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ორი დღის განმავლობაში, მალტაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ორივე მხარე ამბობს, რომ „გულწრფელი, არსებითი და კონსტრუქციული“ დიალოგი შედგა.


აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ მხარეები შეთანხმდნენ „მნიშვნელოვან სფეროებში დამატებით კონსულტაციებსა და ჩართულობაზე, მათ შორის მაღალ დონეზე.“

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი 18-21 სექტემბერს ვიზიტით რუსეთს ეწვევა. ჩინელი დიპლომატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.