ბაქო მადლობას უხდის საქართველოს, რომ ქვეყანამ ყარაბაღის „უკანონო არჩევნები“ არ აღიარა

აზერბაიჯანმა რიგ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს მადლობა გადაუხადა, რომ ქვეყანამ „ყარაბაღის უკანონო არჩევნები“ არ აღიარა.

ბაქო ხაზს უსვამს, რომ თბილისმა გააკეთა განცხადებები, რომლითაც დაგმო და არ აღიარა „უკანონო არჩევნები“ და მისი ლეგიტიმაცია.