რუსეთის ძალები სულ უფრო მეტ პოზიციას კარგავენ - NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო მეტ პოზიციას კარგავენ, მთელი რუსეთი განიცდის ეკონომიკური სანქციების და დიპლომატიური იზოლაციის შედეგებს. განაცხადა ბაუერმა ოსლოში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ყოველწლიურ კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ რომ ბრძოლის ველსა და ეკონომიკაში არსებული პრობლემები რუსეთს კიდევ უფრო უბიძგებს, „არასანდო აქტორებს“ დაეყრდნოს.


მან არ დაასახელა, რომელი კონკრეტული გლობალური აქტორები ჰქონდა მხედველობაში.

ბაუერმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებისა და დიპლომატიური ზეწოლის გამო, რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება „არასანდო აქტორებზე.“

თუმცა აღსანიშანავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. აშშ-ის მთავრობამ ჩრდილოეთ კორეა მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების შესახებ გააფრთხილა.

ივლისში რობ ბაუერმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო და ალიანსს აქვს დრო, კოლექტიური უსაფრთხოება განავითაროს, ვიდრე მოსკოვი ძალას აღიდგენს.