"სასამართლომ შესაბამის ორგანოს დაავალა ნიკა მელიას შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება, აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებებს შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში", - ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გამოცხადების შემდეგ, პროკურორი მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია იყო დასაბუთებული, კანონმდებლობიდან გამომდინარე და მოსამართლემ მოთხოვნა გაიზიარა.
"როგორც არა ერთხელ აღვნიშნე, ჩვენი პოზიცია იყო დასაბუთებული, მომდინარეობდა კანონმდებლობიდან. კანონისმიერი იყო შესაბამისად. სასამართლომ გაიზიარა როგორც ჩანს ჩვენი პოზიცია და დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა.
ბუნებრივია, გადაწყვეტილების წერილობით მივიღებთ და უფრო მეტ არგუმენტაციას ვნახავთ, თუმცა ცალსახად შეგვიძლია, რომ ბრალდებულის არასათანადო ქცევა, არგამოცხადება საგამოძიებო ორგანოში, სასამართლოსადმი უპატივცემულობა, მთელი ამ პროცესებისადმი მისი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სისხლის სამართლებრივი პერსპექტივიდან გამომდინარე, გირაოს შეგნებულად არ გადახადა და სხვა გარემოებები, ბუნებრივია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა ამისი აღსრულების არ არსებობს,“ - განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.
დღეს, სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან კასრები და შეშა მიიტანეს
ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა