ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის ომის წინააღმდეგია, თუმცა აშშ-ს აკრიტიკებს

ირანის პრეზიდენტი თეირანსა და რუსეთს შორის ძლიერ კავშირებს აღიარებს, მათ შორის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაე საუბრობს, თუმცა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ირანი მოსკოვს იარაღით დაეხმარა. რაისმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის საუდის არაბეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, „კარგი ურთიერთობებისკენ ისწრაფვის.“


როგორც Newsweek-ი წერს, რაისი ამბობს, რომ „უკრაინის ომის წინააღმდეგია" და მზად არის შუამავლობისთვის.

„ჩვენ არაერთხელ გამოვაცხადეთ, რომ მზად ვართ შუამავლობისთვის, რათა შეწყდეს საომარი მოქმედებები რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის,“ - განაცხადა რაისმა.


ამასთან, ირანის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი, მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის როლს თამაშობს კიევისთის დიდი რაოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდებით.

„ჩვენი შეკითხვა რჩება შეერთებული შტატების მიმართ. რატომ არის ასეთი მონდომება სამხედრო ტექნიკის მიწოდების, ვიდრე საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობის ხელშეწყობის,“ - დაინტერესდა ირანის პრეზიდენტი.


რაისმა ხაზი გაუსვა, რომ თეირანის პოლიტიკაა რეგიონში კეთილმეზობლური ურთიერთობების ძიება ყველა (ძალასთან მიბმულ) ქვეყანასთან,“ - განაცხადა რაისმა.

„თუ იყო რაიმე სისუტე, ეს არის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების ჩარევის გამო. თუ ჩარევა შეჩერდება, ეს ურთიერთობა გაუმჯობესდება,“ - განმარტა ირანის პრეზიდენტმა.


ირანი დასავლეთმა არაერთხელ დაადანაშაულა, რომ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში დრონებით ეხმარება. აშშ თეირანის ამ შესაძლებლობების შეზღუდვის მიზნით, ირანულ კომპანიებს სანქქციებსაც უწესებს.