ზელენსკიმ ამერიკის დახმარების ახალ პაკეტს „ისტორიული“ უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის მიერ კიევისთვის გადაცემული თავდაცვის ახალი პაკეტი ისტორიულ დახმარებად შეფასა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს „არტილერიას, რაკეტებს HIMARS-ისთვის, რაკეტებს საჰაერო თავდაცვისთვის, დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტაქტიკურ მანქანებს“ და სხვა.

„ეს არის ამერიკის ისტორიული გადაწყვეტილება, ერთობლივად აწარმოოს იარაღი და თავდაცვითი სისტემები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის. ეს არის რაღაც, რაც ბოლო დრომდე აბსოლუტური ფანტაზია იყო. მაგრამ ის რეალობად იქცევა. ჩვენ მას რეალობად ვაქცევთ."


შეგახსენებთ, აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება 21 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.

ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული. ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ და უკრაინას იარაღის ერთობლივად წარმოებას იწყებენ.


ამასთან, NBC News-ი 22 სექტემბერს აშშ-ის სამი ოფიციალური პირისა და კონგრესის ოფიციალური პირის კომენტარებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მცირე რაოდენობით ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გადასცემდა.