ფილიპინების ხელისუფლება პირობას დებს, რომ ჩინეთს ფილიპინელი მეთევზეებისთვის სახრეთ ჩინეთის ზღვაში სათევზაო ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვის საშუალებას არ მისცემს.
Reuters-ის ცნობით, ეს კომენტარი ფილიპინების მიერ სკარბოროს შელფთან ჩინეთის აღმართული 300 მეტრის სიგრძის მცურავი ბარიერის გარღვევას მოჰყვა.
ფილიპინების სანაპირო დაცვის სპიკერმა განმარტა, რომ ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერები ფილიპინურ სათევზაო ნავებს შელფთან მისვლის საშუალებას არ აძლევს და თევზაობას აფერხებს. თავის მხრივ, ჩინეთმა ფილიპინები პროვოკაციაში დაადანაშაულა.
„მათ შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააბრუნონ მცურავი ბარიერი, კიდევ ერთხელ გააკეთონ საშიში მანევრები,“ განუცხადა ფილიპინების სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა კომოდორმა ჯეი CNN Philippines-ს.
ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ფილიპინელი ხალხი უკან არ დაიხევს და ჩვენ კვლავ ვაპირებთ, თანმიმდევრულად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი ყოფნის შესანარჩუნებლად,“ - განმარტა სპიკერმა.
ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ურთიერთობები მიმდიბარე წელს განსაკუთრებით დაიძაბა, რადგან ახალი პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი, რომელმაც ბარიერის გარღვევის უფლება დაუშვა, ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები მოკავშირე შეერთებულ შტატებთან. ასეთი მცდელობები მოიცავდა აშშ-ის სამხედროებისთვის ფილიპინების ბაზებზე გაფართოებული წვდომის უფლების მინიჭებას ამ ნაბიჯს ჩინეთი აკრიტიკებდა და მას პროვოკაციულს უწოდებდა.
ფილიპინებმა 2016 წელს დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიას სამხრეთ ჩინეთის ზღვის უმეტეს ნაწილზე საფუძველი არ ჰქონდა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ჩინეთი არ აღიარებს გადაწყვეტილებას.