NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლატვიის პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი საფრთხედ რჩება.
სტოლტენბერგის თქმით, ნიშნები იმისა, რომ პუტინის მიზნები შეიცვალა, არ ჩანს.
„გენერალური მდივანი მიესალმა უკრაინული კონტრშეტევის მყარ პროგრესს, რომელშიც უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და ახლა მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ შავი ზღვის რუსულ ფლოტს,” - განაცხადეს NATO-ს პრესსამსახურში შეხვედრის შემდეგ.