NATO-ში აშშ-ის ელჩი, ჯულიან სმიტი აცხადებს, რომ ალიანსი გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებას როგორც უკრაინისთვის, ასევე NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის, რომლებმაც თავიანთი იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას შესწირეს.
სმიტის თქმით, ალიანსი მუშაობს კერძო სექტორთან კავშირების გასაძლიერებლად, რათა დაჩქარდეს თავდაცვის პროდუქციის წარმოების ხაზები.
„საკითხი, რომელიც NATO-ს მოლაპარაკებების მაგიდასთან გვესმის, არის ის, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში. ჩვენ ვიზიარებთ ვალდებულებას მხარი დავუჭიროთ უკრაინას. გვესმის, რა დევს სასწორზე. უკრაინა არ იცავს მხოლოდ თავის ტერიტორიას, ის იცავს ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ყველა ვიცავთ აქ,“ - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო, ზოგიერთი იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი დეფიციტურია, რადგან NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ.
„ამიტომ, NATO-მ დაიწყო მუშაობა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ფოკუსირებულია საბრძოლო მასალის ნაკლებობის აღმოფხვრაზე, როგორც უკრაინელებისთვის, ასევე NATO-ს ზოგიერთი წევრისთვის, რომლებიც, უკრაინის დახმარების გამო დეფიციტს განიცდიან," - აღნიშნა ელჩმა.