NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO წევრი ქვეყნების შეიარაღების მარაგის შესავსებად და უკრაინის შეუფერხებლად დახმარებისთვის, იარაღის კომპანიებთან 2.4 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტებზე მუშაობს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ხსენებული ბიუჯეტიდან €1 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია, დანარჩენზე კი, ჩარჩო შეთანხმებაა მიღწეული.
უკრაინისთვის განკუთვნილია 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები და შეიარაღებას ტანკებისთვის.
სტოლტენბერგი კიევში 28 სექტემბერს ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინა ისე ახლოს არის NATO-სთან, როგორც არასდროს.